Friday, April 9, 2010

სამკუთხედი და სამყარო


1.პროექტის სახელი: სამკუთხედი და სამყარო

2.პროექტის მოკლე აღწერა:ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროში სამკუთხედის მსგავსი სხეულების ამოცნობა;ინფორმაციის მოძიება ყველანაირი სამკუთხედების შესახებ.

3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს და შეისწავლიან სამკუთხედებს,მათ თვისებებს,გამოყენებას.შეასრულებენ ,ნახატებს,ნახაზებს,

დაამზადებენ პლაკატებს,მოაწყობენ გამოფენას;შეაგროვებენ ფოტო-მასალას და მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.

4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: 13-15წლ. მე-7 და მე-8 კლასები.

5.ვადები/ხანგრლივობა:2 თვე.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მასალის კვლევა-ძიება,სამკუთხედების ნახაზებისა და ნახატების შექმნა და გამოფენა,დისკუსია და პრეზენტაცია,ბლოგის შექმნა და ნამუშევრების განთავსება.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას;ბავშვებს გამოუმუშავდებათ მონაცემების შეგროვების,კვლევა-ძიების,მასალის კომპიუტერული დამუშავების,თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევები.შეიქმნება სამკუთხედის და პირამიდის მაკეტი,ფოტოალბომი,ჩანახატები,ბლოგი,გაიმართება ფოტოსურათების გამოფენა.

8.სარგებელი სხვებისთვის:გაიღრმავებენ ცოდნას სამკუთხედების,პირამიდების შესახებ;ფოტოგამოფენის და ბლოგის ნახვისას მიიღებენ ესთეტიკურ სიამოვნებას.

9.სამუშაო ენა:ქართული.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართული–სხვადასხვა საშუალებებით(ბიბლიოთეკა,ინტერნეტი)სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება,მსჯელობის უნარის განვითარება,დისკუსიაში მონაწილეობა.

ისტორია–გაეცნობიან ეპოქას,ტრადიციებს,მათ კავშირს სამკუთხედთან და სამკუთხედის როლს ისტორიული მოვლენების განვითარებაში.

გეოგრაფია–გაეცნობიან უძველესი ქვეყნების გეოგრაფიულ მდებარეობას,კლიმატურ და ბუნებრივ პირობებს.

ხელოვნება–მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებაში(ფოტოების და ნახატების გამოფენა,პრეზენტაცია),პრაქტიკული უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება.

უცხო ენები–ინფორმაციის ინტერნეტში მოძიება უცხო ენაზე და გადათარგმნა.

საინფორმაციო ტექნოლოგიები–ინფორმაციის მოპოვება,დამუშავება,გაცვლა,ისტ–ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება,ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების სიზუსტისშეფასება.

11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან.

12.პროექტის ფასილიტატორის სახელი:ელენე ქაჩლიშვილი

13პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა. elene.eli@gmail.com

14.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:eqachlishvili.blogspot.com

Friday, April 2, 2010

სამკუთხედი და სამყარო


სამკუთხედი და სამყარო

1.სამკუთხედის როლი სამყაროში;

2.ისტორია და გამოყენება;

3.პირამიდა და სამკუთხედი;

4.მიჯნურთა საბედისწერო სამკუთხედი ლიტერატურაში;

5.ბერმუნდის სამკუთხედი;

Sunday, March 28, 2010

ელენე ქაჩლიშვილი

ვმუშაობ 84–ე სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად